ჩვენ შესახებ

    ჩვენ ვართ ექიმები, რომლებსაც აერთიანებთ ერთი მიზანი

    ასოციაციის მიზანია თანამედროვე მტკიცებულებებზე დაფუძნებული პეიდატრიული პრაქტიკის დანერგვა, პროფესიული განათლების ხელშეწყობა და კლინიკური გამოცდილების გაზიარება. ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის რომ ქართველ ექიმებს ჰქონდეთ წვდომა უახლეს საერთაშორისო რეკომენდაციებზე, საგანმანათლებლო რესურსებსა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობებზე.

    დასაწყისი
    2023

    დასაწყისი

    საქართველოს კლინიკური პედიატრიის ასოციაცია დაარსდა 2023 წელს, პროფესიონალთა ჯგუფის ინიციატივით, რომლის მიზანი იყო სფეროს განვითარება, ცოდნის გაზიარება და თანამედროვე პრაქტიკის ხელშეწყობა.

    დასაწყისში ასოციაცია ფუნქციონირებდა მცირე სამუშაო ჯგუფის ფორმატში და ეტაპობრივად გაფართოვდა, გააერთიანა სხვადასხვა სპეციალობის წარმომადგენლები და ჩამოაყალიბა აქტიური პროფესიული პლატფორმა.

    დღეს ასოციაცია აგრძელებს განვითარებას როგორც საგანმანათლებლო და პროფესიული განვითარების ცენტრი, რომელიც ხელს უწყობს სხვადასხვა მიმართულების უწყვეტ განათლებას კლინიკური პრაქტიკის გაუმჯობესებას.

    ოფიციალური პარტნიორები
    2024

    ოფიციალური პარტნიორები

    საქართველოს კლინიკური პედიატრიის ასოციაციის ოფიციალური პარტნიორებია:

    • გადაუდებელი მედიცინის სასწავლო ცენტრი

    • ქართული გადაუდებელი მედიცინის ჟურნალი

    • საქართველოს კლინიკური კარდიოლოგიის ასოციაცია

    ჩვენი მისია

    ჩვენი ასოციაციის მისიაა პროფესიული ცოდნის განვითარება, თანამედროვე სტანდარტებზე დაფუძნებული პრაქტიკის ხელშეწყობა და დარგში უწყვეტი განათლების კულტურის გაძლიერება. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ ისეთ გარემოს, სადაც ცოდნა, ეთიკა და თანამშრომლობა ქმნის უკეთეს შედეგს პაციენტებისა და საზოგადოების კეთილდღეობისთვის.

    ჩვენი ხედვა

    ჩვენი ხედვაა შევქმნათ ძლიერი, თანამედროვე და საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული პროფესიული საზოგადოება, სადაც ცოდნა, გამოცდილება და ინოვაცია ერთიანდება ხარისხიანი პრაქტიკის გასაუმჯობესებლად.

    ჩვენი გუნდი

    ჩვენი გუნდის წევრები

    ჩვენი გუნდი მხოლოდ პროფესიონალების გაერთიანება არ არის - ეს არის ადამიანები რომლებიც საერთო ხედვამ, ნდობამ და განვითარების სურვილმა დააკავშირა.