საქართველოს კლინიკური პედიატრიის ასოციაცია

    სივრცე პედიატრებისთვის, რეზიდენტებისთვის, სტუდენტებისთვის და ყველასთვის, ვისთვისაც ბავშვთა ჯანმრთელობაზე ზრუნვა პროფესია და პასუხისმგებლობაა.

    ჩვენი მიმართულებები

    ერთი ორგანიზაცია - ექვსი ფოკუსი

    საქართველოს კლინიკური პედიატრიის ასოციაცია ისწრაფვის შექმნას ძლიერი პროფესიული სივრცე რომელიც ხელს შეუწყობს როგორც ექიმების პროფესიულ განვითარებას, ისე საქართველოში ბავშვთა ჯანმრთელობის ხარისხის გაუმჯობესებას. ჩვენ ვცდილობთ შევქმნათ სისტემა რომელშიც ექიმი იზრდება, საზოგადოება სწავლობს, ხოლო პროფესია ვითარდება.

    ტრენინგები

    უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამები.

    სამუშაო ჯგუფები

    ეროვნული პროტოკოლების და გაიდლაინების შემუშავება.

    სამეცნიერო კონფერენციები და სემინარები

    საზოგადოებრივი პროგრამები

    სემინარები, ვორქშოპები და საგანმანათლებლო ტრენინგები არასამედიცინო პერსონალისთვის.

    კლინიკური გამოცდილების გაზიარება

    რთული სამედიცინო შემთხვევების განხილვა.

    პროფესიული მხარდაჭერა

    ახალგაზრდა ექიმების პროფესიული მხარდაჭერა.

    GCPA-ს ექიმები სამუშაო პროცესში
    ჩვენ შესახებ

    ჩვენ ვართ ექიმები, რომლებსაც აერთიანებთ ერთი მიზანი

    ასოციაციის მიზანია თანამედროვე მტკიცებულებებზე დაფუძნებული პეიდატრიული პრაქტიკის დანერგვა, პროფესიული განათლების ხელშეწყობა და კლინიკური გამოცდილების გაზიარება. ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის რომ ქართველ ექიმებს ჰქონდეთ წვდომა უახლეს საერთაშორისო რეკომენდაციებზე, საგანმანათლებლო რესურსებსა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობებზე.

    გაიგე მეტი
    ვინ ვართ ჩვენ

    საქართველოს კლინიკური პედიატრიის ასოციაცია

    საქართველოს კლინიკური პედიატრიის ასოციაცია წარმოადგენს დამოუკიდებელ პროფესიულ და სამეცნიერო ორგანიზაციას, რომლის მიზანია საქართველოში პედიატრიული მედიცინის განვითარება, ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის ხარისხის გაუმჯობესება და თანამედროვე, მტკიცებულებებზე დაფუძნებული კლინიკური პრაქტიკის დანერგვის ხელშეწყობა.

    ასოციაცია აერთიანებს პედიატრებს, სხვადასხვა სპეციალობის ექიმებს, აკადემიურ და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებს, რეზიდენტებსა და ჯანდაცვის სფეროში ჩართულ პროფესიონალებს საერთო მისიის გარშემო — ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის მაღალი სტანდარტების დამკვიდრება და უწყვეტი პროფესიული განვითარების ხელშეწყობა.

    ასოციაციის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:

    • პედიატრიული განათლებისა და უწყვეტი სამედიცინო განათლების მხარდაჭერა;
    • ადგილობრივი და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციების, ტრენინგებისა და საგანმანათლებლო პროგრამების ორგანიზება;
    • თანამედროვე კლინიკური გაიდლაინებისა და საერთაშორისო გამოცდილების ინტეგრაცია ქართულ სამედიცინო პრაქტიკაში;
    • ახალგაზრდა სპეციალისტებისა და მომავალი პედიატრების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა;
    • პაციენტზე ორიენტირებული, ეთიკური და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების პოპულარიზაცია.

    ასოციაცია საქმიანობას წარმართავს პროფესიონალიზმის, სამეცნიერო სანდოობის, ეთიკის, თანამშრომლობისა და ბავშვთა საუკეთესო ინტერესების დაცვის პრინციპებზე დაყრდნობით.

    ტრენინგები

    მომავალი კურსები

    საერთაშორისო სტანდარტის სასერტიფიკაციო კურსები პრაქტიკოს ექიმებისთვის და რეზიდენტებისთვის.

    ყველა ტრენინგი
    შემოგვიერთდი

    შემოგვიერთდით

    გახდით GCPA-ს წევრი.